ქუთაისის ციხეში მიმდინარეობს პოლიტიკური პატიმრების სასამართლო პროცესი. მათ ჩამოხრჩობა ან სამუდამო კატორღა ემუქრებათ. მათი ციხიდან დახსნის მიზნით ქალაქში ჩამოდიან პარტიული მოღვაწე, მეტსახელად "ჭაღარა" და რევოლუციონერი ქალი, "ვარდო", იგივე ნატო ნაკაშიძე-ვოლფისა.ის ციხის მახლობლად ქირაობს სახლს, ვითომდა საქსოვი სახელოსნოს გასახსნელად. ამ სახლიდან უნდა გაითხაროს გვირაბი ციხემდე. ციხის ეზოში უკვე შვიდი სახრჩობელაა აღმართული.